Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ article 33 უცხო ქვეყნის უფლებები საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. 1. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ყველა ქვეყანა (როგორც ზღვისპირა, ისე ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები) საერთაშორისო სამართლისა და ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სარგებლობს ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლებით, კაბელებისა და მილსადენების გაყვანის უფლებით და ზღვით სარგებლობის სხვა მართლზომიერი შესაძლებლობებით, რომლებიც ამ თავისუფლებებს განეკუთვნება. 2. ამ კანონისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად უცხო ქვეყანამ თავისი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს უფლება-მოვალეობები. |