Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 20 სპეციალური სამსახურების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები. 1. სპეციალური სამსახურების თანამშრომლებზე ვრცელდება იმ სამსახურების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, რომელთა სამსახურშიც ისინი ირიცხებიან. 2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის და სპეციალური სამსახურის კანონიერ მოქმედებაში, გარდა კანონით საამისოდ უფლებამოსილი პირისა. 3. სახელმწიფო დაწესებულებისა და სამხედრო ნაწილის თანამდებობის პირი კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიების ჩატარებისას ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს სპეციალურ სამსახურს. 4. სპეციალური სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის. |