Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 16 მიკრობანკის ინვესტიციები. მიკრობანკი უფლებამოსილია: ა) განახორციელოს ინვესტიცია (მათ შორის, შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმო) ისეთ იურიდიულ პირში, რომელიც ფინანსური ინსტიტუტია ან რომლის საქმიანობაც მიკრობანკის საქმიანობასთან ან მიკრობანკის სოციალურ პროექტებთან არის დაკავშირებული. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ საწარმოში წილი არ უნდა აღემატებოდეს მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 20 პროცენტს, ხოლო ინვესტიციების ჯამური ღირებულება − მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 30 პროცენტს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკი არაუმეტეს 1 წლის ვადით გაათავისუფლოს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცენტული ზღვრების დაცვისგან; |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 16 ბ) მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად მიიღოს საწარმოს წილი. მიკრობანკმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აგრეთვე უნდა შეატყობინოს მას აღნიშნული საწარმოს საქმიანობის თაობაზე. თუ იმ საწარმოს საქმიანობა, რომლის წილიც მიიღო მიკრობანკმა, არ არის ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა, მიკრობანკმა 6 თვის ვადაში უნდა მიიღოს ზომები აღნიშნული წილის გაყიდვისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში მიკრობანკი უფლებამოსილია წილი გაყიდოს არაუგვიანეს 1 წლისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააგრძელოს ეს ვადა, რომელიც, მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ გაგრძელდება, ჯამურად 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. თუ დასაკუთრებული წილის ოდენობა მიკრობანკს საწარმოს კონტროლისა და მისი საქმიანობის მართვის უფლებამოსილებას ანიჭებს, მიკრობანკის მიერ წილის დასაკუთრებიდან გასხვისებამდე დაუშვებელია საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე საწარმოს მიერ ახალი, დამატებითი საქმიანობის დაწყება. |