Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 94 მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვი. 1. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტების/შევსების, მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, აგრეთვე თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის, პირველ რიგში, გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით. 2. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება: ა) სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული პირი, რომელიც აკმაყოფილებს სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც: ა.ა) სამინისტროს სისტემის სამხედრო სამსახურში (გარდა აქტიური რეზერვისა) ნამსახურები აქვს არანაკლებ 6 თვისა; ა.ბ) აქტიურ რეზერვში ნამსახურები აქვს არანაკლებ 3 წლისა; ბ) პირი, რომელსაც გავლილი (დასრულებული) აქვს ამ კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამა და მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირისა. 3. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი მინისტრის მიერ დადგენილი წესით შეიძლება დაინიშნოს თავდაცვის ძალების მოქმედ ქვედანაყოფში/მიეწეროს მას. ამასთანავე, თითოეულ საშტატო პოზიციაზე შეიძლება დაინიშნოს/მას მიეწეროს ერთზე მეტი რეზერვისტი. 4. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ვადაა 10 წელი. |
თავდაცვის კოდექსი article 94 5. თავდაცვის სფეროში მოხალისის სტატუსის მქონე პირს, რომელმაც გაიარა სამხედრო სამსახური, თავდაცვის სფეროში მოხალისედ ყოფნის პერიოდი ჩაეთვლება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვის ვადაში. 6. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვას არ ექვემდებარება პირი, რომლის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებიდან გასულია 10 წელი ან 10 წელზე მეტი. |