Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 40 ფსიქიკური ან გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა. 1. თავშესაფრის მაძიებლის ფსიქიკურ ან გონებრივ/ინტელექტუალურ დარღვევებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას საჭიროების შემთხვევაში სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩატარებისა და მხარდამჭერის დანიშვნის მიზნით. 2. ფსიქიკური ან გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა უნდა შეჩერდეს მისთვის მხარდამჭერის დანიშვნამდე. ამ პერიოდში თავშესაფრის მაძიებელი სარგებლობს თავშესაფრის მაძიებლისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის ანკეტირება და მასთან გასაუბრება უნდა ჩაატაროს უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათში უნდა მონაწილეობდეს აგრეთვე შესაბამისი დარგის სპეციალისტი. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 40 4. გასაუბრება შესაძლებელია არ ჩატარდეს, თუ თავშესაფრის მაძიებელს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შეუძლია ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება. ამ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით მოპოვებული სხვა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე. |