FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  51

საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები.
1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში ადგენს საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკურად ყველაზე მოგებიანი წინადადების გამოვლენას.
2. საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები შეიძლება დაეფუძნოს:
    ა) დაბალ ფასს;
    ბ) ეკონომიკურ ეფექტიანობას, როგორიცაა სასიცოცხლო ციკლის დანახარჯი, რომელიც მოიცავს საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების სასიცოცხლო ციკლის ეტაპის დანახარჯს ან მთლიან ხარჯს, კერძოდ: ბ.ა) შემსყიდველი ორგანიზაციის ან სხვა მომხმარებლის მიერ გაწეულ ხარჯს, მათ შორის: ბ.ა.ა) შესყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯს; ბ.ა.ბ) სარგებლობასთან, ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებულ ხარჯს; ბ.ა.გ) მოვლასთან დაკავშირებულ ხარჯს; ბ.ა.დ) სიცოცხლისუნარიანობის დასრულების ხარჯს, როგორიცაა შეგროვებისა და გადამუშავების ხარჯი;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  51

ბ.ბ) საქონელთან, სამუშაოსთან ან მომსახურებასთან დაკავშირებულ, გარემოსდაცვითი გარე ფაქტორებით განპირობებულ ხარჯს მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, მათ შორის, გარემოსთვის ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ხარჯებს (თუ მიყენებული ზიანის ფულადი ვალდებულების სახით განსაზღვრა შესაძლებელია). ასეთი ხარჯი შესაძლებელია მოიცავდეს სათბურის აირების ან სხვა დაბინძურების ემისიას, აგრეთვე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების შემცირების ხარჯს;
    გ) ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობას. ამ შემთხვევაში გაითვალისწინება შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ხარისხობრივი, გარემოსდაცვითი ან სოციალური ასპექტები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს: გ.ა) ხარისხს, მათ შორის, ტექნიკურ, ესთეტიკურ და ფუნქციურ მახასიათებლებს, ხელმისაწვდომობას, ყველა მომხმარებელზე მორგებას, სოციალურ, გარემოსდაცვით და ინოვაციურ მახასიათებლებს, აგრეთვე ვაჭრობასა და მის პირობებს; გ.ბ) ორგანიზაციულ მოწყობას, შესყიდვის ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად განსაზღვრული პერსონალის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას, თუ მისმა კვალიფიკაციამ და გამოცდილებამ ვალდებულებების შესრულებაზე შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  51

გ.გ) შესყიდვის შემდგომ მომსახურებასა და ტექნიკურ მომსახურებას, აგრეთვე მიწოდების პირობებს (მიწოდების თარიღი, პერიოდი, პროცესი ან მისი დასრულების პერიოდი).
3. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს შემთხვევები, როდესაც დასაშვებია ან აკრძალულია მხოლოდ დაბალი ფასის კრიტერიუმის დაწესება. ამ კანონის 29-ე–31-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის კრიტერიუმის გამოყენება სავალდებულოა.
4. საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებულად მიიჩნევა, თუ ეს კრიტერიუმები ეხება შესყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდებას, სამუშაოს შესრულებას ან მომსახურების გაწევას მისი სასიცოცხლო ციკლის ნებისმიერ ეტაპზე და ნებისმიერი სახით, მათ შორის, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
    ა) საქონლის წარმოების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის კონკრეტული პროცესი;
    ბ) მისი სასიცოცხლო ციკლის სხვა ეტაპის კონკრეტული პროცესი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული პროცესები გაითვალისწინება იმ შემთხვევაშიც, თუ ეს პროცესები საქონლის წარმოების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შემადგენელი არსებითი ნაწილი ან სხვა ფიზიკური მახასიათებელი არ არის.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  51

6. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღ კონკურენციას. ეს კრიტერიუმები შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციებში ისე უნდა აღიწეროს, რომ სათანადოდ შეფასდეს ეკონომიკური ოპერატორების მიერ წარდგენილი ინფორმაციის შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობა. ბუნდოვანების არსებობის შემთხვევაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ ეფექტიანად უნდა გადაამოწმოს ეკონომიკური ოპერატორების მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების სიზუსტე.
7. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმი მხოლოდ დაბალი ფასია, შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს თითოეული კრიტერიუმის ხვედრით წონას. თუ ობიექტური მიზეზების გამო კრიტერიუმის ხვედრითი წონა ვერ განისაზღვრება, შემსყიდველი ორგანიზაცია მიუთითებს კრიტერიუმების რიგითობას კლებადობის მიხედვით.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  51

8. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია საჯარო შესყიდვის ღირებულების ხარჯს სასიცოცხლო ციკლის დანახარჯის მეთოდით გამოთვლის, მან შესყიდვის პირობებში უნდა მიუთითოს მონაცემები, რომელთა წარდგენაც ევალებათ ეკონომიკურ ოპერატორებს, და მეთოდი, რომლითაც ამ მონაცემების საფუძველზე დადგინდება სასიცოცხლო ციკლის დანახარჯი. მეთოდი, რომლითაც გარემოსდაცვითი გარე ფაქტორებით განპირობებული ხარჯი ფასდება, ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
    ა) იგი უნდა ეფუძნებოდეს არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს, რომელთა ობიექტურად გადამოწმებაც შესაძლებელია. კერძოდ, თუ მეთოდი განმეორებადი ან განგრძობადი გამოყენებისთვის არ არის განკუთვნილი, იგი ეკონომიკურ ოპერატორს გაუმართლებლად არ უნდა ანიჭებდეს უპირატესობას ან არ უნდა აყენებდეს არახელსაყრელ მდგომარეობაში;
    ბ) იგი ყველა მხარისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს;
    გ) მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება გონივრული ძალისხმევის გამოყენებით უნდა შეეძლოს ნებისმიერ ეკონომიკურ ოპერატორს, მათ შორის, უცხო ქვეყნის ეკონომიკურ ოპერატორს.
9. საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმის აღწერის დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.