Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყლის შესახებ article 13 ფიზიკური და იურიდიული პირების მონაწილეობა წყლის დაცვისა და რაციონალურად გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებაში. 1. ფიზიკური და იურიდიული პირები მონაწილეობენ წყლის დაცვის, რაციონალური და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფის საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან: ა) დაიცვან წყალი გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან; ბ) ხელი შეუწყონ ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს წყლის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში; გ) შეატყობინონ სათანადო ორგანოებს წყლის დაცვის კანონმდებლობის მათთვის ცნობილი დარღვევები. 3. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ: ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან მიიღონ სრული, დროული და ობიექტური ინფორმაცია (სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გარდა) წყლის მდგომარეობის შესახებ; ბ) შესაბამის სასამართლოში აღძრან სარჩელი იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ჩათვლით) მიმართ,რომლებიც არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში; გ) ხელი შეუწყონ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციას; დ) უშუალო მონაწილეობა მიიღონ წყლის დაცვის სამუშაოებში; ე) შეიტანონ წინადადებები წყლის დაცვის გაუმჯობესების თაობაზე. კარი II. ძირითადი ნაწილი |