Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 835 დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას. 1. მზღვეველს უფლება აქვს ხელშეკრულების მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით შეწყვიტოს სადაზღვევო ურთიერთობა შემძენთან. ხელშეკრულების მოშლის უფლება ძალას კარგავს, თუ მზღვეველმა არ ისარგებლა ამით ერთი თვის მანძილზე იმ მომენტიდან, როცა მან შეიტყო ქონების გასხვისების შესახებ. 2. შემძენს უფლება აქვს მოშალოს დაზღვევის ხელშეკრულება; მოშლა შეუძლია მას მხოლოდ დაუყოვნებლივ ან დაზღვევის მიმდინარე პერიოდის დამთავრებისათვის. მოშლის უფლება ქარწყლდება, თუ შემძენი შეძენიდან ერთი თვის ვადაში არ ისარგებლებს ამ უფლებით; ხოლო, თუ შემძენისათვის ცნობილი არ იყო დაზღვევის შესახებ, მაშინ მოშლის უფლება ძალაშია ერთი თვის გასვლამდე იმ მომენტიდან, როცა შემძენმა შეიტყო სადაზღვევო ურთიერთობის შესახებ. 3. თუ დაზღვევის ხელშეკრულება მოიშალა ამ წესების საფუძველზე, მაშინ გამსხვისებელი მოვალეა მზღვეველს გადაუხადოს სადაზღვევო შესატანი, მაგრამ არა იმაზე მეტი, რაც დაზღვევის პერიოდში უნდა გადაეხადა, ხელშეკრულების მოშლის მომენტის ჩათვლით; ამ შემთხვევაში შემძენი პასუხს არ აგებს სადაზღვევო შესატანის გადახდაზე. |