Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 238 საჩივრის შინაარსი. 1. საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება; ბ) საჩივრის შემტანი პირის დასახელებას; გ) გარემოებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა ან პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით; დ) საჩივრის შემტანი პირის თხოვნას, თუ რა ფარგლებში უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილება; ე) საჩივარზე თანდართული მასალების ჩამონათვალს. 2. საჩივარი, რომელსაც ხელს აწერს მხარე ან მისი წარმომადგენელი, სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში. |