FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  240

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი.
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; დამრღვევის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი პირი და სამართალდამრღვევი, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის ან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შედგენილი ოქმისა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა მათი არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  240

21. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები სამართალდამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, მისი პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევის ჩადენისთვის; მოწმის ან/და დაზარალებულის (არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ინფორმაცია. ამ ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  240

22. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ხელს აწერს მხოლოდ ამ კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ეს ოქმი გადაეცემა ან ეგზავნება სამართალდამრღვევს. თუ აღნიშნული ოქმის სამართალდამრღვევისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ოქმი ქვეყნდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე.
23. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა აღნიშნული დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მისი ამობეჭდვის შემთხვევაში. ამასთანავე, თუ სამართალდამრღვევს აქვს ახსნა-განმარტება, იგი ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს დაერთვის და მასში არ აღინიშნება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  240

3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს, წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
4. ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტება ამ კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.