Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 6612 ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობის წესები. 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია წევრად მიიღოს უფლების მფლობელი (მათ შორის, იურიდიული პირი), თუ იგი აკმაყოფილებს ამ ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ წევრობის მოთხოვნებს. უფლების მფლობელის აღნიშნული ორგანიზაციის წევრად მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს ორგანიზაცია ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს უარის თქმის მიზეზი. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელის განაცხადი ამ ორგანიზაციის წევრად მიღების შესახებ განიხილოს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში. 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობის წესები უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს. ამ ორგანიზაციის წევრობის კრიტერიუმები შეიძლება დარეგულირდეს ამავე ორგანიზაციის წესდებით, აგრეთვე შესაძლებელია დადგინდეს ორგანიზაციის წევრად მიღების სპეციალური წესები, რომლებიც, თავის მხრივ, საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 6612 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდება უნდა ითვალისწინებდეს ეფექტიან და ქმედით მექანიზმებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ ორგანიზაციის წევრების თანაბარი მონაწილეობა. აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფლებათა სხვადასხვა კატეგორიის წევრების წარმომადგენლების ჩართულობა უნდა იყოს სამართლიანი და დაბალანსებული. 5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ორგანიზაციის წევრებს მისცეს უფლება და შესაძლებლობა, მასთან კომუნიკაცია განახორციელონ ელექტრონულად, მათ შორის, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გაწევრების შესახებ განაცხადის წარდგენა როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, აგრეთვე წევრის სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს და რეგულარულად განაახლოს თავისი წევრების რეესტრი. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 6612 7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციიდან წევრის გასვლის შემთხვევაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ორგანიზაციიდან გასულ წევრთან საბოლოო ანგარიშსწორება მოახდინოს ორგანიზაციიდან მისი გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვისა. აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია დაადგინოს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ძალაში შევიდეს ფინანსური წლის დასრულების შემდეგ. |