Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აკვაკულტურის შესახებ article 22 აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა. 1. აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს მიერ მისი გადაცემის დამტკიცების შემთხვევაში. აკვაკულტურის ნებართვის გადაცემის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აკვაკულტურის ნებართვის გამცემს შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს. აკვაკულტურის ნებართვის მიმღებმა უნდა დაადასტუროს სანებართვო პირობების შესრულების შესაძლებლობა, რის საფუძველზედაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს 3 დღის ვადაში სანებართვო რეესტრში შეაქვს სათანადო ცვლილება და გასცემს სანებართვო მოწმობას. 3. პირი, რომელსაც აკვაკულტურის ნებართვა გადაეცა, პასუხისმგებელია სანებართვო პირობებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულების შესრულებისთვის. 4. აკვაკულტურის ნებართვის მიმღები უფლებამოსილია აკვაკულტურის საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ სანებართვო პირობებისა და დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულების აღებისა და აკვაკულტურის ნებართვის მისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის აკვაკულტურის ნებართვის გამცემისთვის წარდგენის შემდეგ. 5. იჯარის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემამდე სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ქონების მესაკუთრის თანხმობა. |