Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საავტომობილო გზების შესახებ article 17 მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა. 1. საავტომობილო გზებზე მოძრაობა დროებით შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მხოლოდ ავარიის ან სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, საგზაო-კლიმატური პირობების გამო ან სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას. 2. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილებას, ვადის მითითებით, იღებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე – შესაბამისი მუნიციპალიტეტები, ხოლო საუწყებო საავტომობილო გზებზე – ამ გზების მფლობელები. 3. საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ვალდებულია დროულად გამოაცხადოს ეს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, რომელშიც უნდა მიეთითოს ასაქცევი გზები, აგრეთვე გზის ასეთი მონაკვეთების დასაწყისში უნდა დაიდგას შესაბამისი საგზაო ნიშნები და მიღებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები. თუ შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზარალის ანაზღაურება. |
საავტომობილო გზების შესახებ article 17 4. თუ შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, აგრეთვე მიღებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება არა აქვთ მოითხოვონ მოძრაობის დროებით შეწყვეტით ან შეზღუდვით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია. |