FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  41

ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის განადგურება.
1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია, მათ შორის, ზედმეტი ეგზემპლარი ან/და შავი მასალა, რომელიც ოფიციალური მოხმარებისთვის საჭირო აღარ არის, ისე უნდა განადგურდეს, რომ შეუძლებელი იყოს მისი ამოცნობა ან აღდგენა. რეგისტრებში დაცული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია პერიოდულად უნდა გადაიხედოს მისი განადგურების საჭიროების დასადგენად. ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის გასანადგურებლად ამ ინფორმაციის ავტორის თანხმობის მიღება აუცილებელი არ არის.
2. CONFIDENTIAL დონის და კლასიფიკაციის უფრო მაღალი დონის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის განადგურებისათვის სავალდებულოა მისი შესაბამის რეგისტრში დაბრუნება. გასანადგურებელი ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს განადგურების აქტში, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ რეგისტრისათვის პასუხისმგებელი პირი და შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მქონე მიუკერძოებელი ოფიციალური პირი, რომლებსაც აქვთ აღნიშნული ინფორმაციის განადგურების პროცესზე დასწრების წერილობითი ნებართვა.
3. RESTRICTED დონის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის ან ამონაწერის განადგურების უფლება აქვს ამ დოკუმენტის მიმღებს, იმ პირობით, რომ იგი დედანი არ არის, ხოლო ასლი შესაბამის რეგისტრში ინახება.