Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 55 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის სამართლებრივი დაცვა. 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა. 2. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 55 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ან მოადგილის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან განახორციელონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მისი/მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად. 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელმა უარი უნდა თქვას აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მისი უკანონობის შესახებ, და უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 55 5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელმა აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიღების შემთხვევაში ამის შესახებ უნდა აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს. 6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც უარს ამბობს აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. 7. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლისთვის აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით. 8. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. 9. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა ან/და სპეციალური ჟეტონი, რომლის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი. |