FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 10

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  16

ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება.
1. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ და ქსელის ოპერატორებმა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უნდა გადადგან სათანადო ნაბიჯები გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების ინფრასტრუქტურის, „ჭკვიანი ქსელების“, საცავი მოწყობილობებისა და საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის განსავითარებლად, ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ოპერირების უზრუნველყოფის მიზნით, ვინაიდან ეს სისტემა ემსახურება განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოების, მათ შორის, საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის, აგრეთვე საქართველოსა და მესამე ქვეყნის ურთიერთკავშირების, განვითარებას.
2. ქსელის საიმედოობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მოთხოვნების დაცვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კრიტერიუმების შესაბამისად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:
    ა) რომ საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გარანტირებული იყოს საკუთარ ტერიტორიაზე განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება;
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  16

ბ) განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის ქსელთან პრიორიტეტული ან გარანტირებული დაშვება;
    გ) რომ ელექტროენერგიის მწარმოებელი დანადგარების დისპეტჩერიზაციის დროს საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორი განახლებადი წყაროების გამოყენებას უპირატესობას მიანიჭებს იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირება, თუ დაკმაყოფილებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კრიტერიუმები;
    დ) ქსელსა და ბაზართან დაკავშირებული სათანადო საექსპლუატაციო ღონისძიებების განხორციელება განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის შეზღუდვის მინიმუმამდე შესამცირებლად.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  16

3. საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემისა და ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის შესამცირებლად მნიშვნელოვანი ზომების მიღების შემთხვევაში საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აცნობებს ამ ზომების შესახებ და მიუთითებს მდგომარეობის გამოსასწორებელ იმ ღონისძიებებს, რომელთაც განახორციელებს იგი განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის არასათანადო შემცირების თავიდან ასაცილებლად.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  16

4. საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორმა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა საჯარო უნდა გახადონ სტანდარტული წესები, რომლებიც დაკავშირებულია ტექნიკური ცვლილებებისთვის (ქსელთან მიერთება, ქსელის გაძლიერება, ქსელის ოპერირების გაუმჯობესება) საჭირო ხარჯების გაწევასა და განაწილებასთან, აგრეთვე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ არადისკრიმინაციულად შესრულების პირობები, რომლებიც საჭიროა ახალი მწარმოებლის ინტეგრაციისთვის, რომელიც განახლებადი წყაროებიდან წარმოებულ ელექტროენერგიას ურთიერთდამაკავშირებელ ქსელს აწვდის. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესებისა და პირობების შემუშავება და დამტკიცება ხდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  16

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესები უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს და უნდა ითვალისწინებდეს ყველა ხარჯსა და სარგებელს, რომლებიც შესაბამისი მწარმოებლის ქსელთან მიერთებას უკავშირდება, აგრეთვე იმ განსაკუთრებულ გარემოებებს, რომლებიც დაკავშირებულია მაღალმთიან რეგიონებსა და მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვის მქონე რეგიონებში განთავსებულ მწარმოებლებთან. ამ წესებით შეიძლება დადგინდეს ქსელთან მიერთების სხვადასხვა ტიპი.
6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას საჭიროების შემთხვევაში შეუძლია საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს, რომ მათ სრულად ან ნაწილობრივ გასწიონ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯები. აღნიშნული ხარჯების გაწევასა და განაწილებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო პრინციპებისა და წესების გასაუმჯობესებლად აუცილებელი ღონისძიებები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უნდა განიხილოს და განახორციელოს 2021 წლის 30 ივნისამდე და შემდგომ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ახალი მწარმოებლის ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  16

7. საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებული არიან განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ახალ მწარმოებელს, რომელსაც სისტემასთან მიერთება სურს, მიაწოდონ ამომწურავი და საჭირო ინფორმაცია ამ კანონის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ შესაბამისად, მათ შორის:
    ა) ქსელთან მიერთების სრულყოფილი და დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
    ბ) ქსელთან მიერთების მოთხოვნის მიღებისა და დამუშავების გონივრული და ზუსტი ვადები;
    გ) ქსელთან მიერთების გონივრული საორიენტაციო გრაფიკი.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  16

8. თუ ქსელის ოპერატორი განახლებად წყაროზე მომუშავე ელექტროსადგურის ქსელთან მიერთებას მესამე პირის მეშვეობით ახორციელებს, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მწარმოებელს, რომელსაც ქსელთან მიერთება სურს, უნდა ჰქონდეს უფლება, თავად მიიღოს მონაწილეობა იმ შესყიდვის პროცესში, რომლის მიზანია ქსელთან მის მისაერთებლად სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით ან/და შესაბამისი ქსელის ოპერატორის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და სხვა პრეტენდენტებთან შედარებით უკეთესი პირობების შეთავაზების შემთხვევაში − თავად განახორციელოს ეს სამუშაოები.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები უნდა განაწილდეს ობიექტურ, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებზე დამყარებული მექანიზმის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს იმ სარგებელს, რომელსაც პირველ და მომდევნო ეტაპებზე ქსელთან მიერთებული მწარმოებელი, საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ქსელთან მიერთებით იღებენ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  16

10. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უზრუნველყოფს, რომ გადაცემისა და განაწილების ტარიფები არ ახდენდეს განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის დისკრიმინაციას, განსაკუთრებით − მაღალმთიან რეგიონებში, კერძოდ, ენერგეტიკულად იზოლირებულ რეგიონებში, და მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვის მქონე რეგიონებში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ასევე უზრუნველყოფს, რომ გადაცემისა და განაწილების  ტარიფები განახლებადი წყაროებიდან მიღებული ბუნებრივი გაზის მიმართ დისკრიმინაციული არ იყოს.
11. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უზრუნველყოფს, რომ საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ განახლებად წყაროზე მომუშავე ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილებისთვის დაწესებული ტარიფები ასახავდეს გასაწევ ხარჯებსა და მისაღებ სარგებელს, რომლებიც ელექტროსადგურის ქსელთან მიერთებას უკავშირდება. ამგვარი  ხარჯები და სარგებელი შეიძლება წარმოიშვას დაბალი ძაბვის ქსელის პირდაპირი გამოყენებით.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  16

12. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საჭიროების შემთხვევაში აფასებს არსებული გაზის ქსელის ინფრასტრუქტურის გაზრდის საჭიროებას განახლებადი წყაროებიდან მიღებული გაზის ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.
13. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს მოსთხოვს, რომ მათ გამოაქვეყნონ ტექნიკური წესები, რომლებიც ქსელთან მიერთების წესებს უკავშირდება და მოიცავს აგრეთვე ბუნებრივი გაზის ხარისხთან, გაზის ოდორიზაციასა და წნევასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს აგრეთვე უნდა მოსთხოვოს ქსელთან მიერთების ტარიფების გამოქვეყნება, რათა გაზის განახლებადი წყაროების ქსელთან მიერთება ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კრიტერიუმების საფუძველზე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად განხორციელდეს.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  16

14. საქართველოს მთავრობა განახლებადი ენერგიის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში აფასებს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ცენტრალური გათბობისა და ცენტრალური გაგრილების ინფრასტრუქტურის მშენებლობის საჭიროებას 2030 წელს ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად. ამ შეფასების შედეგად საქართველოს მთავრობამ საჭიროების შემთხვევაში უნდა გადადგას ნაბიჯები ცენტრალური გათბობის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, ცენტრალური გათბობისა და ცენტრალური გაგრილების დიდი ზომის ბიომასის, მზისა და გეოთერმული ობიექტებიდან წარმოების განვითარების მიზნით.