Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 38 სამუშაოს მაძიებლის მოვალეობები. სამუშაოს მაძიებელი ვალდებულია: ა) დასაქმების კონსულტანტთან ერთად მონაწილეობა მიიღოს კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში და შეასრულოს ამ გეგმით განსაზღვრული მოვალეობები; ბ) სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში მონაწილეობა მიიღოს სააგენტოს მიერვე შეთავაზებულ შესაბამის ღონისძიებებსა და სხვა საქმიანობაში; გ) სამუშაოს მაძიებლის სტატუსის ცვლილებისას ამის შესახებ 3 დღის ვადაში აცნობოს სააგენტოს; დ) ვიზიტისთვის მოწვევის მიღების შემდეგ გონივრულ ვადაში გამოცხადდეს სააგენტოში; ე) არ განაცხადოს უარი შეთავაზებულ შესაფერის სამუშაოზე, მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსის გავლაზე, ამ კანონისა და კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ყველა სათანადო ღონისძიებაში; ვ) გასაუბრებისას დამსაქმებელს თავი წარუდგინოს. |