Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნავთობისა და გაზის შესახებ article 20 მიწის მინაკუთვნი. 1. სააგენტოს მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიისა და შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით სააგენტო იმავდროულად გადასცემს ინვესტორს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ, მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. 2. თუ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საჭირო მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს (რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფოს), ხელშეკრულების ხელმოწერამდე ინვესტორმა მიწის მესაკუთრესთან უნდა დადოს ხელშეკრულება მესაკუთრის მიერ მისთვის ამ მიწის ნაკვეთის გამოყენების ექსკლუზიური უფლების ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მოქმედების ვადით გადაცემის შესახებ. ეს ხელშეკრულება ინვესტორმა უნდა წარუდგინოს სააგენტოს ხელშეკრულების დადების მიზნით, სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. 3. სააგენტოს აქვს ემინენტ დომეინის საქმის დაწყების უფლება სასამართლოში განცხადების შეტანის გზით. ემინენტ დომეინის საქმის დაწყების უფლების განსახორციელებლად სააგენტო შეიმუშავებს და იღებს შესაბამის წესებსა და ნორმატიულ აქტებს. |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 20 4. თუ ინვესტორი ვერ მიაღწევს შეთანხმებას მიწის მესაკუთრესთან მისი მიწის ნაკვეთის ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის განსაზღვრული ვადით გამოყენების თაობაზე, ინვესტორს უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს ემინენტ დომეინის საქმის დასაწყებად. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სასამართლოში განცხადების შეტანის შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია დაფაროს ემინენტ დომეინის საქმის საწარმოებლად საჭირო ყველა ხარჯი, მათ შორის, სასამართლოს მიერ დადგენილი საკომპენსაციო თანხა, რომელიც გადაეცემა მიწის მესაკუთრეს. 5. ყველა მონაწილე მხარეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ემინენტ დომეინის საქმის საჯარო განხილვაში, წარადგინოს თავისი არგუმენტები, მოწმეები და დამამტკიცებელი საბუთები, გააკრიტიკოს სხვა მხარეების მიერ წარდგენილი არგუმენტები, მოითხოვოს მოწმეების ჯვარედინი დაკითხვა, დაეჭვდეს წარდგენილი მტკიცებულებების სისწორეში და მოითხოვოს მათი გადამოწმება. |