Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 31 მოსამსახურის სამსახურში აღდგენა. 1. სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული მოსამსახურე სამსახურში უნდა იქნეს აღდგენილი. 2. მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ. 3. სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილ/გათავისუფლებულ მოსამსახურეს უფლება აქვს, მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისთვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო. 4. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან თანამდებობრივი გადაყვანის შესახებ ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მოსამსახურე სამსახურში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს აღდგენილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სამსახურში აღდგენაზე უარს ამბობს. |
პენიტენციური კოდექსი article 31 5. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობა არ იწვევს მოსამსახურის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნასთან/გათავისუფლებასთან ან თანამდებობრივ გადაყვანასთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს. მოსამსახურეს მის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ოდენობით ეძლევა მხოლოდ სამსახურში აღდგენის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. 6. ამ კოდექსის შესაბამისად თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე სამსახურში აღდგენილი უნდა იქნეს პირადი განცხადების საფუძველზე, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში. 7. მოსამსახურე სამსახურში აღდგენილი უნდა იქნეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე მისი თანხმობით. |