Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ article 34 საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული ხელოვნური კუნძულები, ნაგებობები და მოწყობილობები. 1. საქართველოს აქვს განსაკუთრებული უფლება თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ააგოს, აგრეთვე ნება დართოს ააგონ და დაარეგულიროს შექმნა, ექსპლუატაცია და გამოყენება: ა) ხელოვნური კუნძულების; ბ) მოწყობილობებისა და ნაგებობების, რომლებიც გამოიყენება ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული მიზნით, აგრეთვე სხვა ეკონომიკური მიზნებისათვის. 2. საქართველოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელოვნური კუნძულების მიმართ აქვს განსაკუთრებული იურისდიქცია, მათ შორის, იურისდიქცია საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო და სანიტარიული კანონმდებლობებისა და წესების მიმართ, აგრეთვე უსაფრთხოების მიმართ. 3. საქართველოს უფლება აქვს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების ირგვლივ, საჭიროების შემთხვევაში, შექმნას გონივრული უსაფრთხოების ზონები, რომელთა ფარგლებშიც მას შეუძლია მიიღოს საჭირო ზომები ნაოსნობის, აგრეთვე ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. |
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ article 34 4. უსაფრთხოების ზონების სიგანე დგინდება საქართველოს მიერ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების არსისა და ფუნქციების შესაბამისად და ვრცელდება მათი გარე კიდის ყოველი წერტილიდან ათვლილი არა უმეტეს 500 მეტრისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უსაფრთხოების ზონების სიგანის გაზრდა ნებადართულია საერთაშორისო სტანდარტებით ან რეკომენდებულია შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ინფორმაციას უსაფრთხოების ზონების სიგანის შესახებ საქართველოს შესაბამისი ორგანოები აქვეყნებენ „ზღვაოსანთა უწყებებში“. 5. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებულ ხელოვნურ კუნძულებს, ნაგებობებსა და მოწყობილობებს არა აქვთ კუნძულის სტატუსი და თავისი ტერიტორიული ზღვა, მათი არსებობა გავლენას არ ახდენს საქართველოს ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის საზღვრების დადგენაზე. 6. ხელოვნური კუნძულები, ნაგებობები და მოწყობილობები, აგრეთვე მათი უსაფრთხოების ზონები არ შეიძლება შეიქმნას საყოველთაოდ აღიარებულ, საერთაშორისო ნაოსნობისათვის არსებითად მნიშვნელოვან საზღვაო გზებზე. |
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ article 34 7. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების გამოყენებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი საქართველოს და უცხო ქვეყნის იურიდიული პირები და საერთაშორისო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ხელოვნურ კუნძულებზე, ნაგებობებზე და მოწყობილობებზე წესრიგში იქონიონ მათი არსებობის შესახებ გამაფრთხილებელი საშუალებები. ამ პირებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიტოვებული ან გამოუყენებელი ხელოვნული კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების ლიკვიდაცია უნდა მოახდინონ მათი აშენების ნებართვაში განსაზღვრულ ვადებში ისე, რომ ხელი არ შეუშალონ ნაოსნობასა და თევზჭერას და არ შექმნან ზღვის გარემოს დაბინძურების საფრთხე. 8. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულების და ნაგებობების აგების, მოწყობილობების დამონტაჟების, მათ ირგვლივ უსაფრთხოების ზონების შექმნის, ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების სრული ან ნაწილობრივი ლიკვიდაციის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს შესაბამის ორგანოებს, ამავე დროს, მითითებული უნდა იყოს მათი მდებარეობის სიღრმე და იმ ნარჩენების ზომები, რომლებიც მთლიანად არ არის ლიკვიდირებული. ეს ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს „ზღვაოსანთა უწყებებში“. |