Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 25 საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე. 1. ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს 12 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. 2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 12-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარია, ან STCW-ის კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით. |