FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  37

საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგადი დებულებები.
1. საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსისა და „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად.
2. საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
3. ის ფაქტი, რომ საქონელი გაყიდვის საგანია და დეკლარირებულია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, საკმარისია იმისთვის, რომ ეს საქონელი მიჩნეულ იქნეს საქართველოში საექსპორტოდ გაყიდულად. თუ საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვის შემდეგ განხორციელდა ამ საქონლის გადაყიდვა (მათ შორის, საბაჟო საწყობში), საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის გამოიყენება მისი საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვის ფასი.
4. ამ თავის მიზნებისთვის პირები ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიიჩნევიან, თუ:
    ა) ისინი მართავენ ერთმანეთის ბიზნესს (არიან სამეწარმეო სუბიექტის მართვის უფლებამოსილების მქონე პირები);
    ბ) ისინი არიან კანონიერად აღიარებული საქმიანი პარტნიორები (სამეწარმეო ინტერესით დაკავშირებული პირები);
    გ) ისინი არიან დამსაქმებელი და დასაქმებული;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  37

დ) მესამე პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან აკონტროლებს ორივე პირის ხმის უფლების მქონე აქციების 5 ან 5-ზე მეტ პროცენტს ან მესამე პირს აქვს აღნიშნული აქციების 5 ან 5-ზე მეტი პროცენტი;
    ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს;
    ვ) მათ პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;
    ზ) ისინი ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;
    თ) ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.
5. ამ თავის მიზნებისთვის საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირები, რომელთაგან ერთი არის მეორის ექსკლუზიური აგენტი, დისტრიბუტორი ან კონცესიონერი, ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიიჩნევიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.
6. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება შემდეგი მეთოდებით:
    ა) გარიგების ფასის მიხედვით (პირველი მეთოდი);
    ბ) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მეორე მეთოდი);
    გ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მესამე მეთოდი);
    დ) საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით (მეოთხე მეთოდი);
    ე) შედგენილი ღირებულების მიხედვით (მეხუთე მეთოდი);
    ვ) სარეზერვო მეთოდით (მეექვსე მეთოდი).
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  37

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ყოველი მომდევნო მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება. დეკლარანტს უფლება აქვს, შეცვალოს ამ მუხლის მე-6 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდების გამოყენების რიგითობა.
8. საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვის შემდეგ, მის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევამდე ამ საქონლის მესამე ქვეყანაში გამოყენება შეიძლება გახდეს საქონლის საბაჟო ღირებულების გარიგების ფასის მიხედვით განსაზღვრაზე უარის თქმის საფუძველი.
9. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასი არის მთლიანი თანხა, რომელიც მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა ან/და უნდა გადაუხადოს ან/და გამყიდველის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს. აღნიშნული ფასი მოიცავს ყველა გადახდას, როგორც პირდაპირს, ისე არაპირდაპირს, რომლებიც საქონლის გაყიდვის პირობებია.
10. საქონლის წარმოშობის ქვეყანაში ან საქონლის ექსპორტის ქვეყანაში გადახდილი არაპირდაპირი გადასახადის თანხა საქონლის საბაჟო ღირებულებაში არ შეიტანება.
11. თუ საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მომენტისთვის:
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  37

ა) საქონლის ფასი ფაქტობრივად ან სრულად გადახდილი არ არის, მისი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება სრულად გადასახდელი ფასი;
    ბ) საქონლის საბოლოო გადასახდელი ფასი ფაქტობრივად გადახდილ ან/და გადასახდელ ფასზე მაღალია, მისი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საბოლოო გადასახდელი ფასი;
    გ) საქონლის საბოლოო გადასახდელი ფასი ფაქტობრივად გადახდილ ან/და გადასახდელ ფასზე დაბალია, მისი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად დეკლარანტის განცხადების საფუძველზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბოლოო გადასახდელი ფასი, თუ ეს თავდაპირველი კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულებაა.
12. თუ დეკლარირებული საქონელი ერთი ტრანზაქციით შეძენილი სასაქონლო პარტიის ნაწილია, საქონლის გარიგების ფასი ისეთივე პროპორციით უნდა შეეფარდებოდეს მთლიანი სასაქონლო პარტიის ფასს, როგორითაც დეკლარირებული საქონლის რაოდენობა შეეფარდება მთლიანი სასაქონლო პარტიის რაოდენობას. ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი პროპორციულად განაწილდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის ნაწილი დაიკარგა.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  37

13. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ თავის დებულებები გამოიყენება აგრეთვე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე მის მიმართ სხვა საბაჟო პროცედურის გამოყენების ან საქონლის გამოყენების მიზნის შეცვლის შემთხვევაში.