FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  2611

ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა.
1. ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
    ა) დიდი ოდენობით;
    ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
    გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
    დ) არაერთგზის;
    ე) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
    ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
    ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.
4. ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება,  გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
    ა) დიდი ოდენობით;
    ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
    გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
    დ) არაერთგზის;
    ე) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  2611

6. ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
    ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
    ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ცამეტ წლამდე.