Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 70 საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაცია და უფლებამონაცვლეობა. 1. 2018 წლის 1 აგვისტოს ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და, ამის გათვალისწინებით, რეორგანიზებულ იქნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ჩაითვალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკუთარი შემოსულობებისა და ამ შემოსულობების ფარგლებში აღებული ვალდებულებების უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 70 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციისათვის შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა და აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. 5. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს აქტები ამ კანონს, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. 6. 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 7. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ: ა) 2018 წლის 1 აგვისტომდე შექმნას შესაბამისი კომისია/კომისიები, რომელიც/რომლებიც უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის საბალანსო მონაცემების მიხედვით გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 70 ბ) 2018 წლის 1 აგვისტომდე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული აქტივები და ვალდებულებები, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაცია (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტაცია) გადასცეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. 8. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წლის 1 აგვისტომდე შექმნას შესაბამისი კომისია/კომისიები, რომელიც/რომლებიც უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან გადაცემული/მიღებული აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) აღრიცხვასა და ინვენტარიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |