Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მაუწყებლობის შესახებ article 3511 საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები. 1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება, თუ: ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან; ბ) იგი დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს; გ) იგი ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებას; დ) იგი 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ განახორციელებს ან ვერ განახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებას; ე) მას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უნდობლობას გამოუცხადებს – უნდობლობის გამოცხადების დღიდან; ვ) იგი საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის ოფიციალურად წარდგენის დღიდან; ზ) იგი გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან. |
მაუწყებლობის შესახებ article 3511 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დირექტორის თანამდებობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიიღება ცნობად. 3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს დირექტორს, თუ ამას წერილობით მოითხოვს სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი. 4. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვალდებულია დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ წინადადება განიხილოს და მას კენჭი უყაროს წინადადების წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. დირექტორი უფლებამოსილია დაესწროს საკითხის განხილვას და წარადგინოს თავისი მოსაზრება. 5. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დირექტორს უნდობლობა არ გამოუცხადა, მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმა მომდევნო 2 თვის განმავლობაში დაუშვებელია. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3373 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. |