FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  8

სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება.
1. სდპ და პირველი კატეგორიის საწარმო, რომელთა საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხეტყის დამზადებას, ვალდებული არიან ყოველწლიურად მოამზადონ და წარადგინონ სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება. ამ ანგარიშგებაში უნდა აისახოს სახელმწიფოსთვის მოგების გადასახადის, სალიცენზიო მოსაკრებლის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის, როიალტის, დივიდენდის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბონუსის, ქირისა და საკონცესიო გადასახადის სახით, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადახდილი ის თანხები, რომელთა ოდენობაც საანგარიშგებო პერიოდში გადახდის ამ თითოეული სახეობისთვის ერთჯერადად ან ჯამურად 100 000 ლარს აღემატება.
2. სახელმწიფოს მიმართ განხორციელებულ გადახდებად ითვლება საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ნებისმიერი თანხა, ადმინისტრაციული ორგანოს და იმ საწარმოს მიმართ განხორციელებული გადახდები, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50 პროცენტს აღემატება, აგრეთვე სხვა ქვეყნის სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი ორგანოების მიმართ განხორციელებული გადახდები.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  8

3. წიაღისა და მისით სარგებლობის სახეები, აგრეთვე სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.