FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  40

2. საქმიანობის განმახორციელებელი ან დამგეგმავი ორგანო ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან სტრატეგიული დოკუმენტი და მასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაცია, რომელიც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებას ითვალისწინებს, მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში თარგმნოს შესაბამის ენაზე და სააგენტოს წარუდგინოს. სააგენტო აღნიშნულ დოკუმენტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უგზავნის იმ სახელმწიფოს, რომელიც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობდა.
3. საქმიანობის განმახორციელებელი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების მონიტორინგის ან საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების შესაბამის ენაზე თარგმნა და სააგენტოსთვის წარდგენა. აღნიშნული დოკუმენტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ეგზავნება იმ სახელმწიფოს, რომელიც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობდა.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  40

გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგების გათვალისწინება გზშ-ისა და სგშ-ის ეტაპებზე.
1. სხვა სახელმწიფოსთან გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული კონსულტაციების შედეგად სააგენტო:
    ა) საქმიანობის განმახორციელებლისთვის ან დამგეგმავი ორგანოსთვის განსაზღვრავს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული კონსულტაციების შედეგების სკოპინგის ანგარიშში/სკოპინგის განცხადებაში ასახვის ვალდებულებას;
    ბ) განსაზღვრავს გზშ-ის ან სგშ-ის ანგარიშის იმ ნაწილებს, რომლებიც უნდა თარგმნოს საქმიანობის განმახორციელებელმა ან დამგეგმავმა ორგანომ იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, რომელიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას ექვემდებარება;
    გ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კონსულტაციების შედეგებს;
    დ) უზრუნველყოფს კონსულტაციების შედეგების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემის პროცესში გათვალისწინებას.