FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  11

პარლამენტის წევრის ზოგადი უფლებები და მოვალეობები.
1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს:
    ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
    ბ) საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას: ბ.ა) შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა; ბ.ბ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;
    გ) განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. პარლამენტის წევრი ვალდებულია:
    ა) დაესწროს პარლამენტის პლენარულ, ბიუროს, კომიტეტის, ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში;
    ბ) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, კანონები და ეს რეგლამენტი;
    გ) პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;
    დ) პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს და არ გაამჟღავნოს სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში მიღებული ან შექმნილი ინფორმაცია;
    ე) დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის საქართველოს კანონმდებლობითა და პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით დადგენილი ქცევის სტანდარტები.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  11

3. პარლამენტის წევრი ვალდებულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ანტიკორუფციულ ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
4. პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, იწოდება უფრაქციო პარლამენტის წევრად.