Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
ენერგოეტიკეტირების შესახებ article 3 ღ) ექსპლუატაციაში გაშვება − საქართველოში პროდუქტის პირველად გამოყენება დანიშნულების მიხედვით; ყ) ბაზარზე ზედამხედველობა − უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული ქმედებებისა და მიღებული ზომების ერთობლიობა, რომლებითაც დგინდება პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა; შ) დოკუმენტური შემოწმება − პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება; ჩ) ტექნიკური შემოწმება − პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმება/გამოცდა მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ც) მომხმარებელი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც ყიდულობს, ქირაობს ან იღებს ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტს პირადი მოხმარების/გამოყენების მიზნით, მიუხედავად იმისა, მოქმედებს თუ არა ის თავისი სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში; ძ) (ამოღებულია - 28.06.2023, №3301); |
ენერგოეტიკეტირების შესახებ article 3 ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ენერგომომხმარებელი პროდუქტი (შემდგომ − პროდუქტი) − ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც გამოყენებისას ენერგიასა და სხვა რესურსებს მოიხმარს და რომელიც განთავსებულია საქართველოს ბაზარზე ან გაშვებულია ექსპლუატაციაში საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე პროდუქტის ის ნაწილი, რომელიც ინდივიდუალურად განთავსებულია ბაზარზე ან/და გაშვებულია ექსპლუატაციაში მომხმარებლისთვის და რომლის ეკოლოგიური მაჩვენებლები შეიძლება შეფასდეს დამოუკიდებლად; ბ) პროდუქტების ჯგუფი − იმ პროდუქტების ჯგუფი, რომელთა მთავარი ფუნქციები ერთმანეთის მსგავსია; გ) სისტემა − რამდენიმე პროდუქტის გაერთიანება, რომლებიც ერთობლივად, განსაზღვრულ გარემოში სპეციალურ ფუნქციას ასრულებს, რომლისთვისაც ენერგოეფექტურობა განისაზღვრება, როგორც ცალკე ერთეულისთვის; დ) მოდელი − პროდუქტის მოდიფიკაცია, რომლის ყველა დეტალს აქვს იგივე ტექნიკური მახასიათებელი, შეესაბამება ეტიკეტს, პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს და იმავე მოდელის იდენტიფიკატორს; |
ენერგოეტიკეტირების შესახებ article 3 ე) მოდელის იდენტიფიკატორი − კოდი, რომელიც, ჩვეულებრივ, შედგება ასოებისა და ციფრებისგან და განასხვავებს პროდუქტის სპეციფიკურ მოდელს სხვა, იმავე სავაჭრო ნიშნის მქონე მოდელისგან ან იმავე მიმწოდებლის სახელწოდებისგან; ვ) ეკვივალენტური მოდელი − მოდელი, რომელსაც აქვს ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლები, მაგრამ იმავე მიმწოდებლის მიერ განთავსებულია ბაზარზე ან გაშვებულია ექსპლუატაციაში, როგორც სხვა მოდელი, განსხვავებული მოდელის იდენტიფიკატორით; ზ) ბაზარზე ხელმისაწვდომობა − კომერციული საქმიანობის ფარგლებში პროდუქტის სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება საქართველოს ბაზარზე მისი შემდგომი დისტრიბუციის ან გამოყენების მიზნით; თ) მწარმოებელი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ან აწარმოებინებს და ბაზარზე განათავსებს პროდუქტს საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით; ი) სკალის ცვლილება − მოთხოვნა, რომელიც კონკრეტული პროდუქტების ჯგუფისთვის უფრო ამკაცრებს ეტიკეტზე მითითებული ენერგოეფექტურობის კლასის მიღწევის ვალდებულებას; |
ენერგოეტიკეტირების შესახებ article 3 კ) სკალაშეცვლილი ეტიკეტი − განსაკუთრებული პროდუქტების ჯგუფისთვის განკუთვნილი ეტიკეტი, რომელმაც გაიარა სკალის ცვლილების პროცესი და რომლის განსხვავება შესაძლებელია სკალის ცვლილებამდე არსებული/ძველი ეტიკეტისგან, ამასთანავე, რომელიც ინარჩუნებს ეტიკეტისთვის დამახასიათებელ ვიზუალურ აღქმადობას; ლ) პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა − პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის ცხრილი, რომელშიც, სხვა ინფორმაციასთან ერთად, ასახული უნდა იყოს: მიმწოდებლის სახელწოდება ან სასაქონლო ნიშანი; ენერგოეფექტურობის კლასი; მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი (კოდი), რომელიც, ჩვეულებრივ, ანბანურ-ციფრულია და რომლითაც ხდება ამ მოდელის იმავე სასაქონლო ნიშნის ან იმავე მიმწოდებლის სახელწოდების მქონე მოდელისგან გამორჩევა; მ) ტექნიკური დოკუმენტაცია − დოკუმენტაცია, რომელიც უფლებამოსილ პირს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის სიზუსტე, მათ შორის, ტესტირების ანგარიშები და მსგავსი ტექნიკური მონაცემები; ნ) სხვა რესურსები − წყალი, ქიმიკატები და სხვა ნივთიერებები, რომლებსაც პროდუქტი ჩვეულებრივი გამოყენებისას მოიხმარს; ო) დამატებითი ინფორმაცია − ინფორმაცია პროდუქტის ფუნქციური და გარემოსდაცვითი მახასიათებლების შესახებ; |
ენერგოეტიკეტირების შესახებ article 3 პ) დასაშვები გადახრა − უფლებამოსილი პირის მიერ ან მისი სახელით საკონტროლო ტესტირების ჩატარებისას განხორციელებული გაზომვებისა და გაანგარიშებების შედეგების გამოცხადებული ან გამოქვეყნებული პარამეტრებისაგან მაქსიმალურად დასაშვები ცდომილება, რომელიც ასახავს ლაბორატორიათაშორისი ვარიაციებიდან წარმოშობილ ცდომილებას; ჟ) უფლებამოსილი პირი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო; |
ენერგოეტიკეტირების შესახებ article 3 რ) ეტიკეტი − ბეჭდური ან ელექტრონული ფორმის გრაფიკული დიაგრამა, რომელსაც აქვს დახურული სკალა ლათინური ასოებით − „A“-დან „G“-ის ჩათვლით, რომელთაგან თითოეული ასო ასახავს კლასს, ხოლო თითოეული კლასი შეესაბამება ენერგიის დაზოგვის მაჩვენებელს, და რომელიც წარმოდგენილია 7 ფერით − მუქი მწვანიდან წითლამდე, რათა მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია პროდუქტის ენერგოეფექტურობისა და მის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ, აგრეთვე სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ეტიკეტი, რომელზედაც მითითებულია ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები რაოდენობის ენერგოეფექტურობის კლასი და შესაბამისი ფერები. თუ ტექნიკური მიზეზის გამო შეუძლებელია ენერგოეფექტურობის 7 კლასის განსაზღვრა, რომლებიც მომხმარებლისთვის ენერგიისა და შესაბამისი ხარჯების მნიშვნელოვან დაზოგვას ნიშნავს, ეტიკეტზე შეიძლება მითითებული იყოს ნაკლები რაოდენობის ენერგოეფექტურობის კლასი. ასეთ შემთხვევაში ეტიკეტზე ფერები მუქი მწვანიდან წითლამდე უნდა შენარჩუნდეს; |
ენერგოეტიკეტირების შესახებ article 3 ს) მიმწოდებელი − მწარმოებელი, მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელი (ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც მწარმოებლისგან მიღებული აქვს მინდობილობა, მინდობილობით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში მწარმოებლის სახელით იმოქმედოს) საქართველოში ან იმპორტიორი, რომელიც პროდუქტს ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში გაუშვებს; ტ) დილერი − საცალო მოვაჭრე ან სხვა პირი, რომელიც თავისი კომერციული საქმიანობის ფარგლებში ყიდის (მათ შორის, დისტანციურად ყიდის), აქირავებს, იჯარით/ლიზინგით გასცემს ან სასყიდლით ან უსასყიდლოდ სთავაზობს პროდუქტს მომხმარებელს ან პროდუქტის მემონტაჟეს; უ) დისტანციური გაყიდვა − პროდუქტის გაყიდვის, გაქირავების ან იჯარით/ლიზინგით გაცემის მიზნით მისი შეთავაზება ელექტრონული ფოსტის, კატალოგის, ინტერნეტის, ტელემარკეტინგის ან ნებისმიერი სხვა მეთოდის გამოყენებით, როდესაც პოტენციური მომხმარებელი პროდუქტს ფიზიკურად ვერ ნახულობს; ფ) ენერგოეფექტურობა − შესრულებული სამუშაოს ან გაწეული მომსახურების, წარმოებული პროდუქციის ან/და ენერგიის თანაფარდობა მოხმარებულ ენერგიასთან; ქ) ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის პირველად მიწოდება ბაზარზე წარმოების, იმპორტის, იჯარის/ლიზინგის ან სხვა გზით, კომერციული ან არაკომერციული მიზნით; |