FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

article  25

ლიცენზიის გაუქმება. ლიცენზიას აუქმებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი, თუ:
    ა) საკრედიტო კავშირმა დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს ეროვნული ბანკი დაეთანხმა მიმართვას;
    ბ) საკრედიტო კავშირმა ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში არ დაიწყო ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა;
    გ) დადგინდა, რომ ლიცენზია გაცემულია ყალბი მონაცემების ან უზუსტობების შემცველი დოკუმენტაციის საფუძველზე;
    დ) დადგინდა საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობა;
    ე) ხდება საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია;
    ვ) საკრედიტო კავშირმა შეიცვალა საქმიანობის საგანი;
    ზ) საკრედიტო კავშირს აღარ აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა;
    თ) საკრედიტო კავშირი ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
    ი) სისტემატურად ირღვევა ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების მოთხოვნები.