Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 66 ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმა. 1. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს, მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გამოწვეულია მოთხოვნილ პერიოდში არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობით, ან ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება ხელს შეუშლის გადამცემი სისტემის ოპერატორს, ამ კანონის შესაბამისად გასწიოს საჯარო მომსახურება, ან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. აღნიშნულ შემთხვევებში ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული მისი მოქმედების ვადის მითითებით ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. სისტემასთან მესამე პირების დაშვებაზე უარის თქმის წესი და პირობები განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ქსელის წესებით. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 66 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი, თუ გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ მესამე პირის მოთხოვნის მიღებამდე მოქმედი „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულებები მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ სირთულეებს გამოიწვევს. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი ასაბუთებს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მისი მოქმედების ვადის, უარის თქმის შესაბამისი მიზეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების მითითებით. ყველა პირს, რომელთა მოთხოვნა ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ არ დაკმაყოფილდა, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღისა, წერილობით აცნობებს უარის თქმის შესაბამის მიზეზებს და წარუდგენს ობიექტურ, არადისკრიმინაციულ და ტექნიკურად და ეკონომიკურად გამართლებულ კრიტერიუმებზე დამყარებულ მტკიცებულებებს. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 66 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობის გამო ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი ზომები სისტემის გასაძლიერებლად, თუ ეს ქმედება ეკონომიკურად გამართლებულია ან პოტენციური მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებას. 5. კომისია შესაბამის შემთხვევაში უზრუნველყოფს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის გასაძლიერებლად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ სათანადო ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მიწოდების ხარჯების ასანაზღაურებლად შესაძლოა დაწესდეს გონივრული საფასური. 6. პირი, რომელსაც უარი ეთქვა ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე, ან პირი, რომელიც ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების პირობებით უკმაყოფილოა, უფლებამოსილია ამ კანონის 155-ე მუხლის შესაბამისად განცხადებით მიმართოს კომისიას. |