FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  13

უზრუნველყოფის აქტივების რეესტრი.
1. აქტივი უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების ნაწილად მიიჩნევა ამ პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში აქტივის რეგისტრაცია ხორციელდება:
    ა) ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებით − საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იმ ხელშეკრულებების სიის რეგისტრაციით, რომლებიდანაც აღნიშნული მოთხოვნები წარმოიშობა;
    ბ) სხვა აქტივებთან მიმართებით − ემიტენტის მიერ ან ამ კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − რეფინანსირების ბანკის მოვალის მიერ წარმოებულ შესაბამის რეესტრში მათი რეგისტრაციით.
2. ემიტენტი/რეფინანსირების ბანკის მოვალე ვალდებულია შეამოწმოს, რომ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში დასარეგისტრირებელი აქტივები აკმაყოფილებდეს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (მათ შორის, მათზე არ ვრცელდებოდეს რომელიმე ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიება). ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ემიტენტი/რეფინანსირების ბანკის მოვალე პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  13

3. ემიტენტის/რეფინანსირების ბანკის მოვალის მიერ ან მათი ინიციატივით უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში შესაბამისი აქტივის (გარდა დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნებისა) რეგისტრაციას მესამე პირთა (მათ შორის, მსესხებლის) თანხმობა არ სჭირდება.
4. დაუშვებელია უზრუნველყოფის აქტივების რეესტრიდან უზრუნველყოფის აქტივის ამორიცხვა უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის ნებართვის, ხოლო შესაბამის შემთხვევაში − პროგრამის ადმინისტრატორის/პროგრამის ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე. ამ პუნქტით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება ან დადებული ნებისმიერი გარიგება ბათილია.
5. აკრძალულია უზრუნველყოფის აქტივების რეესტრიდან უზრუნველყოფის აქტივის ამორიცხვა, თუ ეს გამოიწვევს ამ კანონით ანმის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი რომელიმე მოთხოვნის დარღვევას.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება პროგრამის განცალკევების შემდეგ პროგრამის ადმინისტრატორის/ პროგრამის ლიკვიდატორის მიერ დადებულ იმ გარიგებებზე (ტრანზაქციებზე), რომელთა მიზანია იპოთეკური ობლიგაციებიდან/რეფინანსირების ინსტრუმენტებიდან და რეგისტრირებული დერივატივებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება ან პროგრამის მართვის ხარჯების ანაზღაურება.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  13

7. ემიტენტის/მოვალის მიერ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრის წარმოებისა და რეესტრში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.