Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ article 10 რეციპიენტის ინფორმირებული თანხმობა. 1. რეციპიენტისთვის ქსოვილი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მისი ნებაყოფლობითი, კონკრეტული, გააზრებული, წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეციპიენტის ინფორმირებული თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს მის თავისუფალ ნებას, რომელიც ემყარება მისთვის მიწოდებულ ზეპირ ან წერილობით ინფორმაციას შესაბამისი სამედიცინო ჩარევის ბუნების, მიზნის, მიმდინარეობის, წარმატების ალბათობის, მოსალოდნელი რისკებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების ან/და სერიოზული გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგების ვალდებულების თაობაზე. 3. თუ რეციპიენტი მხარდაჭერის მიმღებია ან არასრულწლოვანია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმირებული თანხმობა მისი მხარდამჭერისგან/კანონიერი წარმომადგენლისგან მიიღება. 4. რეციპიენტისგან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმირებული თანხმობის მიღების წესი და აღნიშნული ინფორმირებული თანხმობის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით. |