FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

article  15

. შემოქმედებითი კავშირის საქმიანობა და მისი ძირითადი უფლებები. 1 . შემოქმედებითი კავშირი კულტურის განვითარების , ლიტერატურისა და ხელოვნების აღორძინების , შემოქმედებითი ინიციატივის ხელშეწყობის მიზნით , თავისი წესდების შესაბამისად , უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა , რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას . 2 . შემოქმედებით კავშირს უფლება აქვს :
    ა ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების , საქართველოს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვაში , წინადადებით მიმართოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარების , აგრეთვე შემოქმედი მუშაკის სოციალურ - სამართლებრივი დაცვის საკითხებზე ;
    ბ ) გაავრცელოს ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ ;
    გ ) შექმნას საკუთარი ბეჭდვითი გამოცემა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები ;
    დ) ამ კანონით დადგენილი წესით, წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი, შექმნას ორგანიზაცია;
    ე ) განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა , რომელიც ატარებს დამხმარე ხასიათს ;