FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  15

ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება და დაგეგმვა.
1. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებებს ბიუჯეტიდან აფინანსებს საქართველოს სახელმწიფო .
2. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა ხორციელდება ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის , გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის , რეგიონალური , უწყებრივი და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების საფუძველზე , „გარემოს დაცვის შესახებ ” და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ ” საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად . ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის , გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის , რეგიონალური , უწყებრივი და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების შედგენის წესსა და პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა .
3. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა მოიცავს ამ ღონისძიებათა შემუშავებასა და ინტეგრირებას :
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  15

ა ) დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმებში ;
    ბ ) სატყეო მეურნეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის პერსპექტიულ (სამენეჯმენტო ) გეგმებში ;
    გ) გენერალურ გეგმებში;
    დ ) განსახლებისა და განვითარების გეგმებსა და პროექტებში ;
    ე ) ინფრასტრუქტურულ პროექტებში ;
    ვ) ქალაქთმშენებლობით გეგმებსა და დარგობრივ გეგმებში;
    ზ ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის , ტყის , მიწის , წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის , გამოყენებისა და სარგებლობის გეგმებში , პროექტებსა და პროგრამებში .
4. სამონადირეო მეურნეობებში ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებებათა დაგეგმვა ხორციელდება სამონადირეო მეურნეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის პერსპექტიული (ათწლიანი ) გეგმების (სამენეჯმენტო გეგმების ) შემუშავების გზით .
5. ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების დროს უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგ ძირითად მოთხოვნათა შესრულება :
    ა ) ბუნებრივ პირობებში გარეულ ცხოველთა სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება ;
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  15

ბ ) გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს , გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვა ;
    გ ) გარეულ ცხოველთა სახეობების მრავალფეროვნების შენარჩუნება .
7. დაცული ტერიტორიების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ ” საქართველოს კანონის საფუძველზე .