FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

article  11

სივრცითი მონაცემების რესურსებთან წვდომა.
1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში სივრცითი მონაცემების მომხმარებლებისთვის სივრცითი მონაცემების რესურსების დისტანციური ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ეროვნული გეოპორტალით.
2. საჯარო დაწესებულებები და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები ვალდებული არიან ეროვნულ გეოპორტალზე გამოაქვეყნონ თავიანთ საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული სივრცითი მონაცემების ნაკრებები და მეტამონაცემები და ქსელური სერვისებით უზრუნველყონ მათი ხელმისაწვდომობა.
3. ეროვნულ გეოპორტალზე შეიძლება გამოქვეყნდეს სივრცითი მონაცემების ნაკრებები და მეტამონაცემები, რომლებიც არის ფიზიკური პირის ან/და ისეთი იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ არ არის დაფუძნებული, მაგრამ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს.
4. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნული პროფილის მოთხოვნებს.
5. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონით გათვალისწინებული ტექნიკური ჩარჩორეგლამენტის მოთხოვნებს.
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

article  11

6. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსები ხელმისაწვდომია ღიად და საჯაროდ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქსელური სერვისებით წვდომა უფასოა.
8. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან დაშვების (ლიცენზიის), მათი გამოყენებისა და გაზიარების პირობები და წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან დაშვების (ლიცენზიის) საფასური (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს სუბიექტის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული ამავე სივრცითი მონაცემების რესურსებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის ოდენობის ტოლი ან ამ ოდენობაზე ნაკლები.
9. ეროვნულ გეოპორტალზე საჯარო დაწესებულებების ან/და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსი ოფიციალური მონაცემია და მათ მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია ამ მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე.
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

article  11

10. ეროვნულ გეოპორტალზე საჯარო დაწესებულებების ან/და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსის სისრულის, სიზუსტის, ნამდვილობის, ხარისხისა და განახლების შესახებ ინფორმაცია დეტალურად უნდა იყოს აღწერილი მეტამონაცემებში. ამ ინფორმაციის უტყუარობისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი სივრცითი მონაცემების რესურსის მფლობელი სუბიექტი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.