FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

თავდაცვის კოდექსი

article  95

ზოგადი სამობილიზაციო რეზერვი.
1. ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის მიზანია თავდაცვის ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება.
2. ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნებისთვის ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის კატეგორიებია: მომზადებული სამობილიზაციო რეზერვი და მოუმზადებელი სამობილიზაციო რეზერვი.
3. მომზადებულ სამობილიზაციო რეზერვში აღრიცხვას ექვემდებარება:
    ა) პირი, რომელმაც მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში იმსახურა 10 წელი;
    ბ) პირი, რომელიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე ირიცხებოდა სამობილიზაციო რეზერვში, გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახური, არ ირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში და: ბ.ა) სამხედრო სამსახურში (გარდა აქტიური რეზერვისა) ნამსახურები აქვს არანაკლებ 6 თვისა; ბ.ბ) აქტიურ რეზერვში ნამსახურები აქვს არანაკლებ 3 წლისა.
4. მოუმზადებელ რეზერვში აღრიცხვას ექვემდებარება:
    ა) პირი, რომელიც არ ირიცხება არცერთი სხვა კატეგორიის რეზერვში;
    ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა უწყებაში გაიარა.
5. პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, ჩაირიცხება მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში.
თავდაცვის კოდექსი

article  95

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნის თანახმად, მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) 27 წლის მიღწევამდე არ იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან და ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.