Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 41 საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა. 1. თავშესაფრის მაძიებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლებელია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა. 2. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა თავშესაფრის მაძიებელს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა აცნობოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის სამართლებრივი შედეგები, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი. ამ ოქმს ხელს აწერენ სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი და თავშესაფრის მაძიებელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი. 3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას თავშესაფრის მაძიებლის მიერ შესაბამისი ოქმის ხელმოწერიდან მე-7 სამუშაო დღეს. ეს გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს წერილობით (ქართულ ენაზე და მისთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნი) ეგზავნება 3 სამუშაო დღის ვადაში, გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის მითითებით. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 41 4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია სამინისტროს ჩააბაროს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. 5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს, სამინისტროს განმეორებით მიმართოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები არსებობს და ეს მისთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შემდეგ გახდა ცნობილი. სამინისტრომ იგი უნდა უზრუნველყოს სამართლიანი და ეფექტიანი თავშესაფრის პროცედურით. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელმა უნდა მიუთითოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობისა და განმეორებით მიმართვის სათანადო მიზეზები. |