FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  70

შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებები.
1. შესყიდვის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გაითვალისწინოს პირგასამტეხლო ან/და მოითხოვოს საბანკო გარანტია.
2. საბანკო გარანტიის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს.
3. თუ შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულება 200 000 ლარზე ნაკლებია, საბანკო გარანტიის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საჯარო შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, რაც უნდა დასაბუთდეს.
4. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური ოპერატორი შესაძლებელია გათავისუფლდეს საბანკო გარანტიის წარდგენისგან.
5. ცენტრალიზებული შესყიდვის შემთხვევაში საბანკო გარანტიის მოთხოვნის სავალდებულოობა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მისი უფრო მაღალი ზღვარი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
6. თეთრ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი საბანკო გარანტიას წარადგენს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
7. საბანკო გარანტიის მოთხოვნისა და წარდგენის დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.