Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 1074 ლიკვიდაცია. 1. სასჯელის სახით ლიკვიდაციის დანიშვნისას სასამართლო (გარდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ნიშნავს ლიკვიდატორს (ლიკვიდატორებს), რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული პირის ლიკვიდაციას, იურიდიული პირის ლიკვიდაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები გადახდება მსჯავრდებულ იურიდიულ პირს. 2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საბროკერო კომპანიის, ცენტრალური დეპოზიტარის, საინვესტიციო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიისა და ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ახორციელებს (ახორციელებენ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები). 3. ლიკვიდაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ დანაშაულებრივი საქმიანობა იურიდიული პირის შექმნის ძირითად მიზანს ან მისი საქმიანობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. |