Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 52 სასჯელის სახით ჯარიმასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა. 1. სასჯელის სახით ჯარიმასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გამოაქვს განჩინება პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანისას შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო უზრუნველყოფს უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის ოდენობის ლარებში კონვერტაციას გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდევინება შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 4. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. |