Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 711 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის ფულად სარგოზე წოდებით ნამსახურები წლებისთვის დანამატის დაანგარიშების საგამონაკლისო წესი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ფულად სარგოზე წოდებით ნამსახურები წლებისთვის დანამატის დაანგარიშებისას წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი. |