Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 10 საბაზრო საქმიანობა. 1. ენერგეტიკული საქმიანობა, რომელიც ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად არ არის მიჩნეული ან დაკისრებული, როგორც საჯარო მომსახურება, ხორციელდება საბაზრო საქმიანობის სახით, შესაბამისი საქმიანობის მარეგულირებელი წესების თანახმად, ხოლო ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ან/და დაკავშირებული მომსახურების რაოდენობა და ფასი, აგრეთვე სხვა კომერციული პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით ან/და ორგანიზებულ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ბაზრებზე ფასის პირდაპირი შეთავაზების გზით. 2. საბაზრო საქმიანობის ორგანიზება და განხორციელება უნდა შეესაბამებოდეს საბოლოო მომხმარებლის საჭიროებებს და მიზნად უნდა ისახავდეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიან მიწოდებას სამართლიანი კონკურენციისა და ენერგეტიკული საწარმოების სამართლებრივი თანასწორობის პრინციპების დაცვით. |