Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ article 24 ასოციაციის საქმიანობაზე ზედამხედველობა, ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო. 1. ასოციაციის გამგეობის, მისი თავმჯდომარის, მათ მიერ დანიშნულ და არჩეულ პირთა მიერ ამ კანონისა და ასოციაციის წესდების შესრულების, ფინანსური სახსრებისა და სხვა ქონების აღნიშნული წესდებით განსაზღვრული მიზნებისთვის გამოყენებისა და მათი საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად იქმნება ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო. 2. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს 3 წლის ვადით, ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით ირჩევს ასოციაციის საერთო კრება. 3. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო საქმიანობის შესამოწმებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი. 4. საქპატენტი უფლებამოსილია ასოციაციის საქმიანობის ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი. |