FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  4

მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული.
1. მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული არის დასახლება, რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა. დასახლების კატეგორიებია:
    ა) სოფელი – დასახლება, რომლის საზღვრებშიც ძირითადად მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები და რომლის ინფრასტრუქტურა არსებითად ორიენტირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე;
    ბ) დაბა – დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც განლაგებულია სამრეწველო საწარმოები ან/და ტურისტული და საკურორტო დაწესებულებები ან/და სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებები და რომელიც ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს. დაბის ინფრასტრუქტურა არსებითად ორიენტირებული არ არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე. დაბის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, თუ იგი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ან მას აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის პერსპექტივა;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  4

გ) ქალაქი − დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც განლაგებულია სამრეწველო საწარმოები და ტურისტულ, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი და რომელიც ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს. ქალაქის ინფრასტრუქტურა ორიენტირებული არ არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე. ქალაქის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5 000-ზე მეტია. დასახლებას, რომლის რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5 000-ზე ნაკლებია, ქალაქის კატეგორია შეიძლება მიენიჭოს, თუ იგი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ან მას აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის პერსპექტივა, ანდა ის ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია, როგორც თვითმმართველი ქალაქი.
2. დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  4

3. მართვის ოპტიმიზაციისათვის მუნიციპალიტეტი შეიძლება დაიყოს ადმინისტრაციულ ერთეულებად. თვითმმართველ თემში ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია ერთი ან რამდენიმე დასახლების ტერიტორიას ემთხვევა. თვითმმართველ ქალაქში ადმინისტრაციული ერთეული დასახლების ნაწილია.
4. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნისა და გაუქმების, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის მერის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, დადგენილებით იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.