Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 103 „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი შინაური ბინადარი ცხოველის კეთილდღეობისა და მოვლა-პატრონობის მოთხოვნების დარღვევა. გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა უმეთვალყურეო/უპატრონო/მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 4. შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 5. შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის მოთხოვნის დარღვევა − გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 6. შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის გამრავლება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული თანხმობის გარეშე − გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 7. შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვების აკრძალვის მოთხოვნების დარღვევა − 9. შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლებისთვის ადგილის გადაცემა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა − 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 103 10. შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლების ორგანიზება ან/და ჩატარება, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა − 35 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 103 -2 . შინაური ბინადარი ცხოველის გადაადგილების მოთხოვნების დარღვევა. 1. შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებსა და საავადმყოფოში, გარდა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 2. ძაღლის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ბინადარ ცხოველთან ერთად მგზავრობა საბლის ან ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში − საბლის ან ალიკაპის ან ხელში აყვანის ანდა სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე − |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 103 -3 . „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შინაური ბინადარი ცხოველის მოშენების მოთხოვნების დარღვევა. 1. შინაური ბინადარი ცხოველების საშენის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის მოშენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევით, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. შინაური ბინადარი ცხოველების საშენის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის მოშენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგისტრაციის გარეშე − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ძაღლების მოშენების მორატორიუმის დარღვევა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით . |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 103 -4 . „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა. 1. შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევა, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. შინაური ბინადარი ცხოველების კერძო თავშესაფრის, შინაური ბინადარი ცხოველების საშენისა და ვეტერინარული დაწესებულების მიერ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 3. შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით − ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია, როგორც ერთჯერადად, ისე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით. |