Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 10
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 242 შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმი არ შედგება. 1. ამ კოდექსის 44-2, 44-3, 44-5 და 44-7–44-11 მუხლებით (ადმინისტრაციული სახდელის ელექტრონულად დადების შემთხვევაში), 44-12, 103-3 და 103-4 მუხლებით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 112-ე, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლით, 130-ე მუხლით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და 179-6−179-9 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხდება სამართალდამრღვევის დაჯარიმება და მისთვის ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ფორმდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 242 2. ამ კოდექსის 86--1, 107--5, 114--2 და 115--1 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 116--1–116--8 და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127--1 მუხლის პირველი, 1-4, 1--5, მე-2–2--2 და მე-7–7--2 ნაწილებითა და 129--1, 135--2–135--4, 152--7, 152--8, 156-2–156-4, 190-ე და 190--2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ან 2-1 ნაწილით ან 214-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 3. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გარდა მის მიერ ამ კოდექსის 44-12, 103-3, 103-4 და 179-6−179-9 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისა, აგრეთვე ამ კოდექსის 44-2, 44-3, 44-5 და 44-7–44-11 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისთვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოწერისა. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 242 31. ამ კოდექსის 55-2, 55-5, 55-6, 150-2, 150-3, 151-1, 152-ე და 152-3−152-9 მუხლებით, 153-3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153-4 მუხლით, 153-6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153-9, 158-3 და 158-4 მუხლებით, 158-5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 159-1 მუხლებითა და 172-10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 3--2. ამ კოდექსის 103-3, 103-4 და 179-6−179-9 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 33. ამ კოდექსის 177-13 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 242 34. ამ კოდექსის 44-2, 44-3, 44-5 და 44-7–44-11 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სამართალდამრღვევს გამოუწეროს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 242 4. ამ კოდექსის 107 -4 მუხლით, 114 -2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125 -2 მუხლით, 125 -3 მუხლის მე-4−5 -1 ნაწილებით, 125 -4 მუხლითა და 135 -3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ამ კოდექსის 209 -3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. თუ სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, გამოიწერება საჯარიმო ქვითარი (შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ან ელექტრონული ფორმით ივსება საჯარიმო ქვითარი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით უნდა გაეგზავნოს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია საჯარიმო ქვითარი ამოიბეჭდოს და სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე განთავსდეს. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 242 4-1 . ამ კოდექსის 209-3 მუხლის 2-1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ გახდის ამ კოდექსის 209-3 მუხლის 2-1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის შეფარდებულ ადმინისტრაციულ სახდელს, მაშინ შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 42. ამ კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი სამართალდამრღვევს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 44. ამ კოდექსის 222-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 242 45. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის იდენტიფიცირების შემდეგ მის მიმართ გამოიწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საჯარიმო ქვითრის 1 ეგზემპლარი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი (ელექტრონული ფორმით შევსებული საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში − მისი ამონაბეჭდი) ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 46. ამ კოდექსის 222-ე მუხლის 3-1 ან 4-1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 47. ამ მუხლის 4-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო ადგენს/გასცემს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტებს (მათ შორის, სააღსრულებო ფურცელს). |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 242 5. ამ კოდექსის 103-ე, 103-2 და 103-3 მუხლებით, 103-4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125-2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−135-5 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 209-3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ფორმით ივსება. 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი გამომცემი უფლებამოსილი პირი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება უფლებამოსილი პირის მიერ მისი ამობეჭდვის შემთხვევაში. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 242 8. ამ კოდექსის 165-11 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან მიმართებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი გამოსცემს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოცემის წესსა და პროცედურას ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი. 1. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და შინაგან საქმეთა ორგანოში წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 11. ამ კოდექსის 118-5 და 118-6 მუხლებითა და 127-1 მუხლის 1-4, 1-5, 2-1 და 2-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის წესს, საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. 2. ამ მუხლის 3-1, მე-4, 4-1 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 242 3. ამ მუხლის 3-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 3-1 . ამ მუხლის 3-3 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის წესს, საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 32. ამ მუხლის 3-4 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. |