FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

article  18

შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით.
1. არ შეიძლება სამსახურში მიღებულ იქნეს და მსახურობდეს:
    ა) ნასამართლევი პირი;
    ბ) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;
    გ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების მომხმარებელი;
    დ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
    ე) პირი, რომლის მიმართაც არსებობს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის გარემოებები.
2. სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია გაიაროს კვალიფიკაციის ამაღლების (მომზადების, გადამზადების) შესაბამისი კურსები და მიიღოს დადებითი შეფასება (არსებობის შემთხვევაში).
3. ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში სამსახურის თანამშრომელი დათხოვნილი იქნება სამსახურიდან ამ კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.