Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
არბიტრაჟის შესახებ article 13 არბიტრის აცილების პროცედურა. 1. მხარეებს, ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრის აცილების პროცედურაზე. 2. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას მხარე, რომელსაც განზრახული აქვს, აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია არბიტრის აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს იმ დღიდან 15 დღის ვადაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. არბიტრის აცილების შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს არბიტრის აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ გამოაცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ დაეთანხმება მის აცილებას არბიტრის აცილების შესახებ განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, არბიტრის აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის გასვლიდან 30 დღეში. 21. თუ არბიტრის აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც არბიტრის აცილებას აცხადებს, შეუძლია არბიტრის აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით. |
არბიტრაჟის შესახებ article 13 3. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს არბიტრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია, 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით. 4. სასამართლოს ამ მუხლის 2 -1 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილება გამოაქვს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ასეთ შემთხვევაში არბიტრს უფლება აქვს, გამოაცხადოს თვითაცილება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდეც. არბიტრის აცილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟს შეუძლია გააგრძელოს საარბიტრაჟო განხილვა იმ არბიტრის მონაწილეობით, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე, და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. 5. აცილების საფუძვლის არსებობისას არბიტრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. |