FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6614

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო.
1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ამ კანონითა და ამ ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისად განხორციელების კონტროლის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო.
2. უფლებათა სხვადასხვა კატეგორიის მფლობელი ორგანიზაციის წევრები სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილი უნდა იყვნენ სამართლიანად.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ირჩევს საერთო კრება 5 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება არჩეულ იქნენ პირები, რომელთა პროფესიული გამოცდილება მათ მიერ ეფექტიანი საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრები.
4. სამეთვალყურეო საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. სამეთვალყურეო საბჭო სულ მცირე წელიწადში ერთხელ საერთო კრებას წარუდგენს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ვალდებული არიან საერთო კრებას წარუდგინონ ინფორმაცია არსებული ან სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება შეაფერხოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6614

5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრებს, ისევე, როგორც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას, რომლის უფლებებსაც ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების საფუძველზე მართავს აღნიშნული ორგანიზაცია, უფლება აქვთ, სამეთვალყურეო საბჭოს ჩართულობის, დახმარების ან/და დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართონ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციას, ხელშეკრულების შეწყვეტას ან უფლებების გამოთხოვას, წევრობის პირობებს, აგრეთვე ჰონორარების შეგროვებას, განაწილებას ან/და მიზნობრივ დაქვითვას.
6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის არაწევრ პირებს, რომელთა უფლებების ან უფლებათა კატეგორიების მართვასაც ახორციელებს აღნიშნული ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით შეუძლიათ ისარგებლონ, როდესაც განსახილველი საკითხი შეეხება ჰონორარების შეგროვებას, განაწილებას ან/და მიზნობრივ დაქვითვას.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6614

7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე წარდგენილ ყველა საჩივარს ან მოთხოვნას უპასუხოს წერილობით. ამ ორგანიზაციის უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს დასაბუთებული.
8. სამეთვალყურეო საბჭო ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე წარდგენილ მიმართვას  განიხილავს  დაუყოვნებლივ.
9. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დავა გადაწყვიტოს მხარეთა საუკეთესო  ინტერესების გათვალისწინებით და იმოქმედოს სამართლიანად და მიუკერძოებლად. დავის გადაწყვეტის პროცესის მონაწილე თითოეული მხარე ვალდებულია  იმოქმედოს  კეთილსინდისიერად.
10. დავის გადაწყვეტის პროცესში სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს, გამგეობის წევრებს და ნებისმიერ თანამშრომელს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებამდე შეისწავლოს წლიური ანგარიში და საბუღალტრო დოკუმენტები.
11. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარმოშობილი დავა შეწყდება, თუ:
    ა) მხარეებმა ხელი მოაწერეს მორიგების შეთანხმებას;
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6614

ბ) ნებისმიერი მხარე სამეთვალყურეო საბჭოს გაუგზავნის შეტყობინებას ნებისმიერ დროს, მას შემდეგ, რაც იგი ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მიიღებს სამეთვალყურეო საბჭოს შეტყობინებას, რომ მხარეს აღარ სურს დავის გაგრძელება;
    გ) სამეთვალყურეო საბჭოს შეფასებით, საკითხი ვერ გადაწყდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე წარმოშობილი დავის ფარგლებში, რის თაობაზედაც მხარეებს ეგზავნებათ დასაბუთებული წერილობითი შეტყობინება;
    დ) ამოიწურა საქმისწარმოებისთვის დაწესებული თავდაპირველი და დამატებითი ვადები, რის თაობაზედაც მხარეებს ეგზავნებათ წერილობითი შეტყობინება.
12. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დავის განხილვა არ ართმევს მხარეს უფლებას, მიმართოს  სასამართლოს.